ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
04 05 07
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

 

ახალი ამბები

photo alt text
დიმიტრი (დიმა) ჯაიანის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ყვავილებით შეამკეს დიმიტრი (დიმა) ჯაიანის საფლავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

photo alt text
08 დეკემბერი
2018

სტამბოლში, ნაზიმ ჰიკმეთის სახელობის კულტურის ცენტრში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის ,,აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში" პრეზენტაცია გაიმართა.

photo alt text
06 დეკემბერი
2018

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მდებარე საქართველოს საელჩოში წამყვანი ეგვიპტური ინტერნეტ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე, როგორიცაა ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა.

photo alt text
03 დეკემბერი
2018

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ ტერიტორიებზე" გაიმართა.