აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია

ნიკოლოზ  თაბუკაშვილის  სახელობის  პრემია

  1. ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია გაიცემა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.   
  2. პრემია წესდება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებში შექმნილ ნამუშევრებზე, რომელთაც ტექნიკური, შინაარსობრივი და სხვა ღირებულებათა გამო აღიარება მოიპოვეს ქართული და აფხაზური სახვითი ხელოვნების დარგში.
  3. პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ ნაშრომებს შეაფასებს კომპეტენტური კომისია და გამოავლენს საუკეთესოს.

გადაწყვეტილების მიღების წესი

  1. პრემიის მოსაპოვებლად შერჩეული საკონკურსო ნამუშევრების ავტორებიდან კომისია გამოავლენს სამ ფინალისტს, რომელთაგან საუკეთესო გამოცხადდება გამარჯვებულად.
  2. კომისიის გადაწყვეტილება პრემიის ლაურეატის წოდების მინიჭების შესახებ, მიიღება ფარული კენჭისყრით, წევრთა ხმების უმრავლესობით.
  3. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში გამარჯვებულის ვინაობა კონფიდენციალურია დაჯილდოვების მომენტამდე.
  4. ავტორთა ჯგუფისთვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში პრემიალური თანხა ნაწილდება თანაბრად.

დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ:

საქართველო-თბილისი 0102, უზნაძის ქ. №68, 
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო,
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახური, III სართული

საკონტაქტო პირი:
სალომე თორია, ტელ: 577 34 85 34
ია მოწაფია,  ტელ: 577 09 21 27