ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02 03
04 05 06 07 08 09 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 

მთავარი

სევდია უგრეხელიძის საგანგებო განცხადება

photo alt text

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის მოთხოვნას, გადადგეს დედაქალაქის მთავრობა, თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე ეხმაურება.

როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უგრეხელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შიხიაშვილის მოთხოვნა უკანონოა. მისივე განცხადებით, მიუხედავად ამისა, მერიის თანამშრომლები მზად არიან დატოვონ თანამდებობები იმ შემთხვევაში, თუკი თბილისის საკრებულო დედაქალაქის ბიუჯეტს დაამტკიცებს.

„პირველ რიგში გვინდა ირაკლი შიხიაშვილს შევახსენოთ, რომ მის მიერ დასახელებული მთვარობის წევრები, ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები არიან, რომელიც საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, კონკურსის წესით დაინიშნნენ. ხაზი გვინდა გაუსვათ, რომ აღნიშნული შეთავაზება აბსოლიტურად შეუსაბამოა, მოქმედ კანონმდებლობასთან. მეტიც, სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულს წარმოადგენს, როდესაც ადამიანს აიძულებ დაწეროს განცხადება საკუთარი თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ. თუ აღნიშნული შეთავაზება დროის გაყვანასა და საზოგადოების მოტყუებას არ ემსახურება და თუ მართლა მათი მხრიდან არის მზაობა, რომ ხელი შეუწყონ არსებული ეჭვის გაფანტვას, გვინდა განვაცხადოთ, რომ ბოუჯეტის დამკიცების შემდეგ, მზად ვართ შევასრულოთ ირაკლი შიხიაშვილის ეს ამოცანაც. დასახელეული თანამდებობის პირები მზადყოფნას გამოთქვამენ, გადადგნენ თანამდებობიდან, იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობიდან გადადგება ირაკლი შიხიაშვილი და კომისიის ის თავჯდომარეები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგინებით მოხვდნენ საკრებულოში, - განაცხადა სევდი უგეხელიძემ.

<< უკან