ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
           
02 03 04 07 08
09 10 13 14
16 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

 

  ღონისძიებების ნუსხა >>>

აფხაზეთის დღე 2017

 

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე,აფხაზეთის დღედ დადგინდა.  

 

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებული ღონისძიების ნუსხა:

 

22  მაისი

  • სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს  მუზეუმში  აფხაზი მოდერნისტი მხატვრის სცენოგრაფისა და წიგნების ილუსტრატორის ალექსანდრე შერვაშიძის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია. ორგანიზატორები: აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური,  საქართველოს ეროვნულ მუზეუმი;

23 მაისი

  • 13:00 - სიონის საკათედრო ტაძარში, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სადღესასწაულო წირვას აღავლენს;

24 მაისი

  • 14:00 - თბილისში, ბესარიონ ჟღენტის (ნუცუბიძის II მ/რ.) ქუჩაზე მდებარე სკვერში სკულპტურული მემორიალის - „საქართველოსთვის" გვირგვინით შემკობა;
  • 20:00 - აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საღამო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდი  დარბაზში. ორგანიზატორები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო;

26 მაისი - 3 ივნისი (ნიდერლანდების სამეფო)

  • ქალაქი ლეიდენი, ნიდერლანდების სამეფო, გალერეა „ზონე", აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა სახელწოდებით „როდის? ჩემი ოცნება - ჩემი აფხაზეთი".

<< უკან