ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
03 07
12 14 15 16
17 18 22
27 28 29 30

 

წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში

photo alt text
15 თებერვალი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თავმჯდომარე საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირ №4-ში ბაგა-ბაღ „სინათლესა" და თბილისის ზღვის დასახლებაში, სასტუმრო ტურბაზის ტერიტორიაზე მდებარე ბაგა-ბაღ „იმედს" ესტუმრა.

photo alt text
08 თებერვალი
2017

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია,  ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე ამ უწყებების სხვა თანამშრომლებთან ერთად დაბა წყნეთში იმყოფებოდნენ, სადაც მოინახულეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლებები:

photo alt text
30 ნოემბერი
2015

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით სოფელ ბადიაურში აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია გამწვანდა. გამწვანების აქციაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და დაღუპული გმირების ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ.

photo alt text
14 ნოემბერი
2014

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო სამმართველოს ინიციატივით ქ. თბილისში №78 ბაგა-ბაღის ტერიოტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო.

photo alt text
26 თებერვალი
2014

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, ცხვარიჭამიაში არსებულ კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში მცხოვრები დევნილები აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დემურ კეკელიამ და წარმომადგენლობის თანამშრომლებმა მოინახულეს.