ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
03 04 06 07
08 09 13 14
15 18 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

 

წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ირაკლი ყანდარელს 94 წლის იუბილე მიულოცა

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია გორში, აფხაზეთის საპატიო მოქალაქისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ირაკლი ყანდარელის ოჯახს ესტუმრა და 94 წლის იუბილე მიულოცა. დემურ კეკელიამ ომის ვეტერანს ქვეყნის თავდადებისათვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ირაკლი ყანდარელი აფხაზეთში, სოფელ ფსხუს გათავისუფლებაში იღებდა მონაწილეობას. იგი 120 საბრძოლო მედლის მფლობელი, ღირსების ორი ორდენის კავალერი, საქართველოს, ჩეხეთის, უკრაინისა და სლოვაკეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრია.

ვეტერანმა გორში, საკუთარ ბინაში საბრძოლო დიდებისა და ხალხთა მეგობრობის მუზეუმი დაარსა.

<< უკან