ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02 03
05 06 07 08 09 10
13 16 17
23 24
25 26 27 28 29 30  

 

წარმომადგენლობა იმერეთის რეგიონში

photo alt text
12 ივლისი
2016

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საქმიანი ვიზიტით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა, დევნილთა საქმეების დეპარტამანტის აპარატის უფროსის მოადგილე ნათელა ქობალია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაცისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი რომან კოკაია იმყოფებოდნენ.

photo alt text
17 თებერვალი
2016

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის მხარდაჭერითა და მულტიპროფილური ჰოსპიტალის „მედიქალ სითი"-ს ინიციატივით, ქ. ქუთაისში დევნილებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

photo alt text
29 იანვარი
2016

ქუთაისში 2015 წლის ანგარიში წარადგინეს იმერეთში, გურიაში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ.

photo alt text
07 ოქტომბერი
2015

7 ოქტომბერს, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში, საერთაშორისო ორგანიზაცია UMCOR-ისა (ამქორი) და აფხაზეთის მთავრობის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. განიხილეს მიმდინარე პროექტები, ისაუბრეს  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

photo alt text
27 სექტემბერი
2015

27 სექტემბერს, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებმა და დევნილმა მოსახლეობამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

photo alt text
20 ივლისი
2015

ბათუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე დავით ცანავა და იმერეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა.

photo alt text
04 ივლისი
2015

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა იმერეთში ზაზა ჩაჩავამ ქ.ქუთაისში მრავალპროფილიან სამედიცინო კლინიკა „მედიქალსიტის" ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობით იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს კლინიკის მიერ დაწესებული ვაუჩერები გადასცა, რომლის ღირებულება 40 ლარს შეადგენს. სულ 283 დევნილმა ბენეფიციარმა გაიარა ოფთალმოლოგიური გამოკვლევა. პროგრამა გაგრძელდება წლის ბოლომდე.

photo alt text
04 ივლისი
2015

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში, კოპიტნარის ყოფილ სამხედრო დასახლებაში ჩამოყალიბდა კოოპერატივი „სამურზაყანო XXI", რომელმაც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "AMCOR"-ის ფინანსური და ორგანიზაციული დახმარებით გააშენა 1500 კვ.მ საერთო ფართობის სასათბურე მეურნეობა.

photo alt text
18 ივნისი
2015

აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის თაოსნობით,  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, აფხაზეთის სკოლების მოსწავლეთა შორის ყოველწლიური, საბავშვო სპორტული თამაშები ჩატარდა.

photo alt text
10 ივნისი
2015

დღეს, ქუთაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკუთრებაში არსებულ სსიპ „ბიზნეს ინკუბატორში" დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში ჩართული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და მთავრობის სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები, ასევე აფხაზეთის მთავრობის იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობა.