ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    04 05
08 11 12
20 22 24 26
27 28 29 30 31    

 

წარმომადგენლობა იმერეთის რეგიონში

იმერეთში აფხაზეთის მოსწავლე-ახალგაზრდების ყოველწლიური საბავშვო სპორტული თამაშები ჩატარდა

აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის თაოსნობით,  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, აფხაზეთის სკოლების მოსწავლეთა შორის ყოველწლიური, საბავშვო სპორტული თამაშები ჩატარდა.

წლეულს, საბავშვო სპორტული თამაშების პროგრამაში შეტანილი იყო მძლეოსნური კროსი , ესტაფეტა, კომბინირებული ესტაფეტა, ბაგირის გადაძალვა, მინი-ფეხბურთი.

ზემოთხსენებულ სახეობებს ქართული ჭიდაობაც დაემატა.

ქუთაისის ზონაში გამარჯვებული გამოვიდა # 6 საჯარო სკოლის ნაკრები გუნდი .

გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და დიპლომებით, ხოლო სამახსოვრო საჩუქრებით - სკოლების დირექტორები და სპორტის პედაგოგები.

ამჟამად აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენები „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - თბილისი 2015"-ში მონაწილეობისათვის აქტიურად ემზადებიან.

<< უკან