ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
02 07
12 13 14
15 19 20 21
26 27 28
29 30 31        

 

წარმომადგენლობა იმერეთის რეგიონში

კოპიტნარის ყოფილ სამხედრო დასახლებაში სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში, კოპიტნარის ყოფილ სამხედრო დასახლებაში ჩამოყალიბდა კოოპერატივი „სამურზაყანო XXI", რომელმაც საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "AMCOR"-ის ფინანსური და ორგანიზაციული დახმარებით გააშენა 1500 კვ.მ საერთო ფართობის სასათბურე მეურნეობა. სათბურები აღჭურვილია ავტომატიზირებული სარწყავი სისტემებით. ორგანიზაციამ ასევე შეისყიდა და კოოპერატივს გადასცა ჰოლანდიური წარმოების კიტრის სათესლე მასალა. უკვე გამოყვანილია ჩითილები და დარგულია, ნავარაუდევია,  თითოეული ძირიდან 10-დან 14 კგ კიტრის მიღება. სათბურებში დასაქმდება 40-დან 45-მდე ადამიანი.

<< უკან