ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  01 03 05 06
07 09 11 12 13
16 17 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 

წარმომადგენლობა იმერეთის რეგიონში

იმერეთში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

27 სექტემბერს, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებმა და დევნილმა მოსახლეობამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. წმინდა დოსითეოსის სახელობის ეკლესიაში ომში დაღუპული გმირების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ასევე, წყალტუბოში შეხვედრა გაიმართა, სადაც იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ-გურბერნატორი გივი ჭიჭინაძე, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა ,წყალტუბოს გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, ხონის გამგებელი ჯემალ მებუკე და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

<< უკან