ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01
05 06 08 09
10 11 12 13 16
20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

 

წარმომადგენლობა იმერეთის რეგიონში

საერთაშორისო ორგანიზაცია UMCOR-ისა (ამქორი) და აფხაზეთის მთავრობის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა

7 ოქტომბერს, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში, საერთაშორისო ორგანიზაცია UMCOR-ისა (ამქორი) და აფხაზეთის მთავრობის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა.

განიხილეს მიმდინარე პროექტები, ისაუბრეს  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

UMCOR-ის წარმომადგენლიბისათვის საინტერესო აღმოჩნდა აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ შექმნილი მონაცემთა ბაზის გამოყენების შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ნიკოლას ჯაგერი -საერთაშორისო ორგანიზაცია UMCOR-ის სათაო ოფისის პროგრამების მენეჯერი, ბ. მორგანი - პროგრამების ოფიცერი, გოგი გედევანიშვილი - საერთაშორისო ორგანიზაცია UMCOR-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში,  ასმათ ბეშიძე - ჯეოქორის დირექტორი, კოტე გვეტაძე - საერთაშორისო ორგანიზაცია UMCOR-ის პროგრამების მენეჯერი დასავლეთ საქართველოში, ვალერი ბასარია - სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ბულისკერია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ჩაჩავა - იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

<< უკან