ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
03 07
12 14 15 16
17 18 22
25 26 27 28 29 30

 

წარმომადგენლობა იმერეთის რეგიონში

ქუთაისში 2015 წლის ანგარიში წარადგინეს

ქუთაისში 2015 წლის ანგარიში წარადგინეს იმერეთში, გურიაში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ.

ანგარიშის წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე „წარმომადგენლობების სამსახურეობრივი საქმიანობის ორგანიზებაში ახალი მიდგომების დანერგვის შესახებ" პროექტი განიხილეს.

ამასთანავე, მათ მოინახულეს საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი, პირველი ჯგუფის ინვალიდი - მერაბ მიშველაძე, რომელსაც საჩუქრად ინვალიდის სავარძელი გადასცეს.

<< უკან