ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
03 07
12 14 15 16
17 18 22
25 26 27 28 29 30

 

წარმომადგენლობა იმერეთის რეგიონში

ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის მხარდაჭერითა და მულტიპროფილური ჰოსპიტალის „მედიქალ სითი"-ს ინიციატივით, ქ. ქუთაისში დევნილებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამედიცინო გამოკვლევები სანკ-პეტერბურგის მთავარმა დერმატოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა კონსტანტინე რაზნატოვსკიმ და კლინიკა „კანი"-ს მაღალკვალიფიციურმა ექიმ-სპეციალისტებმა ჩაუტარეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ჰოსპიტალ „მედიქალ სითი"-ს თანამშრომლობის ფარგლებში, მსგავსი აქცია პირველი არ არის და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ჰოსპიტალის პერსონალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით საპატიო სიგელები გადაეცათ.

<< უკან