ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  01 03 05 06
07 09 11 12 13
16 17 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 

წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

photo alt text
18 ივლისი
2015

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბილიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ზუგდიდში, დევნილთა ახალ დასახლებას ახალგაზრდა პოეტები ესტუმრნენ. შემოქმედებითი პროექტის „პოეზია დღეს'' ფარგლებში პოეზიის საღამო და რამდენიმე წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

photo alt text
12 ივლისი
2015

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებმა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ პრობლემებზე, იქ დარჩენილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრეს და ინფორმაციები გაცვალეს. აღნიშნული ტიპის შეხვედრები წარმომადგენლობაში პერიოდულად ტარდება და მომავალშიც გაგრძელდებაs.  

photo alt text
12 ივლისი
2015

ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის დარგში ტრენინგი ჩატარდა , თემაზე - „ თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით".

photo alt text
11 ივლისი
2015

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში დევნილი ქალბატონებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მიზანი დევნილი ქალბატონების ცნობიერების ამაღლება, ადამიანური რესურსების მართვის შესწავლა და სამოქალაქო სექტორში ჩართულობის გაზრდა იყო. მსგავსი ტრენინგები მომავალშიც იგეგმება არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.  

photo alt text
09 ივლისი
2015

ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე განთავსებულ ახალ დასახლებას მანუჩარ ჩილაჩავა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო ზემო- სვანეთის რეგიონში ნონა უბილავა ესტუმრნენ. მათ დევნილებისგან არსებული პრობლემები მოისმინეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

photo alt text
07 ივლისი
2015

ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე დევნილთა ახალ დასახლებაში მოზარდებისთვის ჭადრაკსა და შაშში ტურნირი ჩატარდა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა.

photo alt text
18 ივნისი
2015

აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის თაოსნობით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, აფხაზეთის სკოლების მოსწავლეთა შორის ყოველწლიური, საბავშვო სპორტული თამაშები ჩატარდა.

photo alt text
23 მაისი
2015

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით 23 მაისს ,,აფხაზეთობა" სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. მაცხოვრის კარის სახელობის ეკლესიაში საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.