ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
03 04 06 07
08 09 13 14
15 18 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

 

წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში ღონისძიებები გაიმართა

სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ენგურის ხიდთან მდუმარე აქცია გაიმართა, ასევე აქციის მონაწილე ბავშვებმა მშვიდობის ნიშნად სიმბოლურად ცაში ფერადი ბუშტები და ფრანები გაუშვეს.

ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძარში, სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში, სოფელ ჯგალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასა და ფოთის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

სენაკში ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში საქართველოს ეროვნული გმირისა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია" ჩატარდა. ასევე სენაკის პარკში ჟიული შარტავას, გენო ადამიას, ნოდარ კანკიას და გურამ გაბესკირიას ბიუსტები გვირგვინით შეამკეს.

მარტვილის მუნიციპალიტეტში გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების სახელის უკვდავსაყოფად ახლადგახსნილი მემორიალი.

ღონისძიებებში სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, დევნილებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი რამაზ აბლოთია, წალენჯიხის მერის მოადგილე გია ლუკავა, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

<< უკან