ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
03 07
12 14 15 16
17 18 22
25 26 27 28 29 30

 

წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის აპარატის უფროსის მოადგილე ნათელა ქობალია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი რომან კოკაია საქმიანი ვიზიტით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე წარმომადგენლობის ბოლო  6 თვის საქმიანობა მოისმინეს და იმსჯელეს პრობლემურ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მიქავამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ ქალაქ ზუგდიდში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის მშენებარე ობიექტები დაათვალიერეს და ახალ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

ასევე,  საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის" ხელმძღვანელ პირებთან .

<< უკან