ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01
05 06 08 09
10 11 12 13 16
20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

 

წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

მერაბ ქვარაია და ალექსანდრე ჩიკვაიძე ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მოშიმშილე დევნილებს შეხვდნენ

ზუგდიდში რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მოშიმშილე დევნილებს დღეს ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე შეხვდნენ, გაეცნენ მათ პრობლემებს და აქციის მონაწილეებს დახმარებას დაჰპირდნენ.

ერთ-ერთმა მოშიმშილემ, დევნილმა ტარიელ ქობალიამ, რომელიც მეცამეტე დღეა შიმშილობს, დღეს დილით მედიასთან განაცხადა, რომ სამინისტროს წინ დაიწვავდა თავს. მისი თქმით, ის იძულებულია პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს. მისგან განსხვავებით, საპროტესტო აქციის მონაწილე ორმა დევნილმა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, შიმშილობა შეწყვიტა.

მერაბ ქვარაიას შუამდგომლობით უახლოეს მომავალში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან გამოყოფილი იქნება სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის მოშიმშილეების პრეტენზიებს იმისათვის , რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები და უსამართლობის განცდა.

ცნობისათვის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა 5 დევნილმა , ჩასახლების ეზოში სახელდახელოდ აგებულ კარავში, დაახლოებით, ორი კვირის წინ დაიწყო შიმშილობა.

<< უკან