ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
           
02 03 04 07 08
09 10 13 14
16 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

 

წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ იპოდრომის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

აღნიშნულ ჩასახლებას დიდი ხანია წყლის მიწოდების პრობლემა აქვს, რომელიც ასოციაცია „იმედსა" და დევნილ ქალთა მოძრაობა "მშვიდობისათვის" წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე მოგვარდა. ამასთან, მოწესრიგდება კოლექტიური ცენტრის მიმდებარე ტერიტორია. ეზოს შემოკავებისთვის საჭირო სახსრებს წარმომადგელობის ბიუჯეტის პარალელურად გაიღებს ასოციაცია „იმედი„ - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში"- (People In Need) პროექტის ფარგლებში. წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ადგილობრივებს მიაწოდა ინფორმაცია ყველა იმ პროგრამისა და პროექტების შესახებ, რომლებსაც ახორციელებენ აფხაზეთის ა/რ მთავრობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობა. დევნილებმა აღნიშნეს ,რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია აღნიშნული ინფორმაცია და მადლიერება გამოთქვეს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე.

<< უკან