ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
03 04 06 07
08 09 13 14
15 18 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

 

წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მარჯაან რაფი (ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი) და ჰაკან რაპი (რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი) ეწვივნენ. შეხვედრაზე საუბარი ე.წ. ადმინსტრაციულ საზღვარსა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას შეეხო.

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიკვაიძის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს ატარებს და მუდმივად ხდება არსებული ინფორმაციის გაცვლა. აგრეთვე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შემდგომი რეაგირებისათვის მათი სათაო ოფისებისთვის დროულად მიწოდება.

<< უკან