ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
03 04 06 07
08 09 13 14
15 18 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

 

წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

ზუგდიდის ტექნოპარკში ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული სემინარი გაიმართა

 

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის", მშვიდობის მშენებელ ქალთა გლობალური ქსელის ორგანიზებითა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში, სემინარი გაიმართა.

სემინარზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ არსებულ კანონებსა და გენდერული პარამეტრების გათვალისწინებით ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვას.

ღონისძიებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის საზოგადოებასთან, პრესასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მორის შოგირაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისო კომისიის თავმჯდომარემ სოფიო ჯაფარიძემ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანა ფაშალიშვილმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

<< უკან