ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02
04 05 07 09
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 

წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

ქობულეთში დევნილი მოზარდების მონაწილეობით კონფერენცია ჩატარდა

1-დან 3 დეკემბრის ჩათვლით ქალაქ ქობულეთში ორგანიზაცია „გლოუ საქართველო"-ს ორგანიზებითა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები და მათი მშობლები მონაწილეობდნენ.

დევნილი ახალგაზრდებისა და მათი მშობლების კონფერენციაში მონაწილეობა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით განხორციელდა.

ღონისძიების მონაწილეები სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ გააცილა. 

<< უკან