ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       
04 07 08 09
11 14 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

 

წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

ალექსანდრე ჩიკვაიძე ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

ქალაქ ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას შეხვდა.

შეხვედრაზე ქალაქის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი სოციალური პროგრამები განიხილეს. აგრეთვე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას შორის თანამშორომლობის გაგრძელებაზე შეთახმდნენ.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა აბლოთია და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

<< უკან