ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
03 04 06 07
08 09 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

 

წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

ზუგდიდში სოციალურად დაუცველ დევნილ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადაეცათ

ზუგდიდის აფხაზეთიდან  იძულებით  გადაადგილებულ  პირთა - დევნილთა პოლიკლინიკის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში ორგანიზატორები აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ 22  ბენეფიციარს, მათ შორის შშმ პირებს ოჯახებში ესტუმრნენ, აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათები გადასცეს. 

უახლოეს მომავალში პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალის მიერ იგეგმება პროფილაქტიკური გასინჯვების ადგილზე ჩატარება იმ ბენეფიციარებისათვის რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარში მისვლა არ შეუძლიათ.

საქველმოქმედო აქციაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორი ოთარ შენგელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

<< უკან