ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    03 05
06 09 10 11 12
13 17
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

 

წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

"აფხაზეთის დღისა"და მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში ენგურის ხიდამდე მსვლელობა მოეწყო

23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ დადგინდა.

"აფხაზეთის დღისა"და მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღევლინა და აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრამდე (ენგურის ხიდამდე) მსვლელობა მოეწყო.

სასულიერო პირებმა ქართველთა და აფხაზთა შერიგებისა და გამთლიანებისთვის ილოცეს და პარაკლისი გადაიხადეს. მსვლელობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები, სასულიერო პირები, დევნილი და ადგილობრივი საზოგადოება მონაწილეობდნენ.

<< უკან