ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
02 07
12 13 14
15 19 20 21
27 28
29 30 31        

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოციალური პროგრამები

მომსახურება, რომელსაც აფინანსებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი და რომლის მიღება დღეს შეუძლია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს უფასოდ:

ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით:

 

1) ბირთვული მაგნიტურ-რეზოინანსური ტომოგრაფია.

საკონტაქტო პირი: გულნაზი თოდუა; ტელეფონი: 551 54-43-50  

2) კომპიუტერული ტომოგრაფია.

საკონტაქტო პირი: თამარ ადეიშვილი; ტელეფონი: 577 09-25-01

3) კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევები (დოპლეროგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია, ეზოფაგოგასტროდოუდენოსკოპია);

საკონტაქტო პირი: ქეთევან გვარამია; ტელეფონი: 577 32-68-93

4) ორთოდონტური (სტომატოლოგიური პროტეზირება) მომსახურება.

საკონტაქტო პირი: თეა კოხაძე; ტელეფონი: 577 09-25-73

5) ოფთალმოლოგიური მომსახურება

საკონტაქტო პირი: ნუნუ ერქვანია; ტელეფონი: 577 09-25-33

6) გულის კორონაროგრაფიული გამოკვლევები.

საკონტაქტო პირი: თინიკო ზუხბაია; ტელეფონი:  577 09 24 76

7) პერიფერიული სისხლძარღვების (ზედა და ქვედა კიდურები) ანგიოგრაფია.

საკონტაქტო პირი: თინიკო ზუხბაია; ტელეფონი:  577 09 24 76

8) სკოლიოზის მძიმე ხარისხით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია

საკონტაქტო პირი: ლელა დუნდუა;  ტელეფონი: 577 09-25-23

9) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო რეაბილიტაცია/აბილიტაცია.

საკონტაქტო პირი: ლელა დუნდუა; ტელეფონი: 577 09-25-23

10) მენტალური განვითარების დარღვევის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების რეაბილიტაცია/აბილიტაცია

საკონტაქტო პირი: ლელა დუნდუა;  ტელეფონი: 577 09-25-23

11) 18 წლის ზევით ასაკის ნევროლოგიურ და ტრამვის შემდგომ პაციენტთა რეაბილიტაციის დაფინანსება.

საკონტაქტო პირი: ლელა დუნდუა;  ტელეფონი: 577 09-25-23

12) მძიმე პაციენტთა ბინაზე მომსახურების დაფინანსება;

საკონტაქტო პირი: ლელა დუნდუა; ტელეფონი: 577 09-25-23

13) წლის განმავლობაში გასვლითი სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

საკონტაქტო პირი: ნანა გუგუჩია; ტელეფონი: 577 09-25-45

სოციალური დაცვის მიმართულებით:

 

14) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს რეფერალური მომსახურების პროგრამის ფარგლებში სამკურნალოდ გადმოსული პაციენტებისა და მათი თანმხლები პირების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში. შესაძლებელია ერთდროულად 14 პირის დროებითი დაბინავება.

საკონტაქტო პირი ქ. თბილისში - ნონა მორგოშია,  ტელ.: 577 09-25-48

საკონტაქტო პირი ქ. ქუთაისში -  ალუ გამახარია, ტელ.: 599 55-20-64

15) ერთჯერადი მატერიალური დახმარებების გაცემა შემდეგ კატეგორიებზე:

  • I ჯგუფის ინვალიდებზე
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე
  • მარჩენალდაკარგულებზე
  • დედ-მამით ობოლ არასრულწლოვანებზე
  • ოთხ და მეტ არასრულწლოვან შვილიან ოჯახებზე
  • 100 წელს გადაცილებულებზე
  • უნარშეზღუდულ ბავშვებზე და ბავშვობიდან ინვალიდზე
  • სხვა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე.

საკონტაქტო პირები:

აღმოსავლეთ საქრთველოში მცხოვრებ დევნილებისთვის - მურმან გოგია,

ტელ.: 599 85-50-89

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებისთვის - მაკა პოტაპენკო,

ტელ.: 591 81-02-10

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ დევნილებისთვის - დალილა თამაზოღლი,

ტელ.: 599 87-38-70

16) დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა. თითოეული შემთხვევა ფინანსირდება არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.

საკონტაქტო პირები:

აღმოსავლეთ საქრთველოში მდებარე ობიექტებში მცხოვრებ დევნილებისთვის - ლევან ბარათელი, ტელ.: 599 47-79-22

სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე ობიექტებში  მცხოვრებ დევნილებისთვის - ბიძინა გამისონია, ტელ.: 591 81-02-18

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე ობიექტებში  მცხოვრებ დევნილებისთვის - თემურ წულაია,  

ტელ.: 595 01-60-61

განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით:

 

17)  აფხაზეთიდან დევნილი  ნიჭიერი სტუდენტების სწავლის თანადაფინანსება.

  • ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტების თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით, სწავლის პერიოდში 2 ჯერ;

  • ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების თანადაფინანსება 300 ლარის ოდენობით,  სწავლის პერიოდში 2 ჯერ.

  • აფხაზური ფილოლოგიის სტუდენტის თანადაფინანსება 1000 ლარით.

საკონტაქტო პირები:

მედიკო კვარაცხელია, ტელ.: 577 09-22-29;  

ხათუნა შონია, ტელ.: 577 09-22-39

18) აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა

საკონტაქტო პირი: ბესიკ ოდიშარია; ტელ.: 577 09-22-30  

19) პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის დაწესებულია  დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდია.

სტიპენდიის ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის შეადგენს თვეში 150 ლარს,  ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის - თვეში 100 ლარს.

სტიპენდიანტებს სტიპენდია ეძლევათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).

საკონტაქტო პირი: ნინო ლობჟანიძე; ტელ.: 595 34-33-20

20) აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერების დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  სტუდენტებისათვის დაწესებულია ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია

სტიპენდიის ოდენობა მაგისტრატურის სტუდენტისათვის შეადგენს თვეში 150 ლარს,  ხოლო ბაკალავრიატის სტუდენტისათვის - თვეში 100 ლარს.

სტიპენდიანტებს სტიპენდია ეძლევათ დანიშვნის დღიდან ყოველთვიურად ერთი სასწავლო წლის განმავლობაში (ათი თვე).

საკონტაქტო პირი: ნინო ლობჟანიძე; ტელ.: 595 34-33-20

21) ქართველ და აფხაზი 30 ახალგაზრდებისთვის  საზაფხულო ბანაკების ორგანიზება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

საკონტაქტო პირი: ნინო ლობჟანიძე; ტელ.: 595 34-33-20

22) სპორტული ინიციატივათა მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებში დევნილი სპორტსმენების მონაწილეობის მხარდაჭერა.

საკონტაქტო პირი: ბეჟან ქვილითაია, ტელ.: 599 92-50-50.

23) წელიწადში ერთხელ გამოჩენილი  სპორტსმენისა და სპორტის დამსახურებული მუშაკის დაჯილდოვება ფასიანი საჩუქრებით და სიგელით

საკონტაქტო პირი: მამუკა ჟვანია; ტელ.:  599 19-08-49.

მიმაგრებული დოკუმენტები :
2013-2015 წ.წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობებიდან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მატერიალური დახმარებით დაკმაყოფილებულ ბენეფიციართა რაოდენობა
აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ კატეგორიებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიების 2016 წლის I კვარტლის ანგარიში
ივლის-აგვისტოში აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეების აქტივობები საზაფხულო ბანაკებში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და მთავრობის წარმომადგენლობების მიერ 2016 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გაცემული მატერიალური დახმარებები

<< უკან