ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    03 05
06 10 12
13 14 18 19
22 25 26
         

 

კალენდარი

28 თებერვალი
2017

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

27 თებერვალი
2017

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო სახელწოდებით „ქალი ყოველი არსის გვირგვინი" გაიმართა.

24 თებერვალი
2017

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა.

24 თებერვალი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში წიგნის „მომავლისათვის მარადისობაში" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით გამოიცა, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების ბიოგრაფიებსა და მათი გმირობის ისტორიების მოგვითხრობს.

23 თებერვალი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის (მეუღლე), აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის (ნეიტრალური პასპორტის მქონე პირები) მორიგი სამედიცინო პროგრამების განხორციელება დაიწყო, რომლითაც ბენეფიციარებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ.

21 თებერვალი
2017

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ცნობილი აფხაზი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელ დიმიტრი გულიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო „დიმიტრი გულია და მისი თანამედროვე აფხაზი პოეტები" გაიმართა.

20 თებერვალი
2017

ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლაში სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებისათვის სასკოლო კონკურს „ნიკო კეცხოველის პრემია-2017"-ის  ნახევარფინალური ტური გაიმართა.

17 თებერვალი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის ინიციატივით აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოიცა წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში“.

16 თებერვალი
2017

ვალერი არაქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ჯემალ გამახარიასა და ლია ახალაძის წიგნის - „აფხაზეთი/საქართველო: ისტორია, პოლიტიკა, კულტურა" თურქულენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავია უძღვებოდა.

16 თებერვალი
2017

15 თებერვალს, სოფელ რუხში არსებულ კომპაქტური ჩასახლების ობიექტ „საჭკადუოს სკოლაში" - აფხაზეთიდან დევნილი კორსანტიების სამსულიანი ოჯახის საცხოვრებელი ფართის ჭერში გაურკვეველ ვითარებაში გაჩენილი ცეცხლის შედეგად დაიწვა ერთი ოთახი. სახანძრო ბრიგადამ ხანძრის ლოკალიზება უმოკლეს დროში მოახერხა.

15 თებერვალი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირ №4-ში ბაგა-ბაღ „სინათლესა" და თბილისის ზღვის დასახლებაში, სასტუმრო ტურბაზის ტერიტორიაზე მდებარე ბაგა-ბაღ „იმედს" ესტუმრა.

15 თებერვალი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის თავმჯდომარე საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის გამზირ №4-ში ბაგა-ბაღ „სინათლესა" და თბილისის ზღვის დასახლებაში, სასტუმრო ტურბაზის ტერიტორიაზე მდებარე ბაგა-ბაღ „იმედს" ესტუმრა.

11 თებერვალი
2017

2017 წლის 10 თებერვალს მედია-კავშირ ობიექტივში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროს მურად აბლოთიასთან ინტერვიუში გაჟღერდა რომ, თითქოს მუშა ჯგუფში (ე.წ "დროებით ექსპერტთა ჯგუფში"), რომელიც მუშაობდა დევნილთა შემწეობის რეფორმებზე ჩართული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები...

09 თებერვალი
2017

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვა-კოზლევას შეხვდა.

09 თებერვალი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, ჯანდაცვის სამინისტროსა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ქალაქ თბილისში, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები მოინახულეს.

09 თებერვალი
2017

აფხაზეთის მთავრობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივის პროექტთან - „დევნილის შემწეობის რეფორმის მოსამზადებელი დოკუმენტი" დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

09 თებერვალი
2017

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ხმაური, რომელიც დევნილთათვის შემწეობის გაცემის წესის შესაძლო ცვლილებამ გამოიწვია უსაფუძვლოა, რადგან დევნილთა და განსახლების სამინისტრო ჯერჯერობით საბოლოო ფორმატზე არ შეჯერებულა...

08 თებერვალი
2017

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია,  ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე ამ უწყებების სხვა თანამშრომლებთან ერთად დაბა წყნეთში იმყოფებოდნენ, სადაც მოინახულეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლებები:

08 თებერვალი
2017

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბულისკერია,  ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე მარინა ონიანი და აღმოსავლეთ საქართველოში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე გრიგოლ ბენიძე ამ უწყებების სხვა თანამშრომლებთან ერთად დაბა წყნეთში იმყოფებოდნენ, სადაც მოინახულეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლებები:

07 თებერვალი
2017

ზუგდიდში რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მოშიმშილე დევნილებს დღეს ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე შეხვდნენ, გაეცნენ მათ პრობლემებს და აქციის მონაწილეებს დახმარებას დაჰპირდნენ.

04 თებერვალი
2017

სოფელ ახალაბასთუმნის კოლექტიურ ცენტრში განსახლებულ დევნილებს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე შეხვდა.

02 თებერვალი
2017

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საკითხის განხილვას მიეძღვნა.

02 თებერვალი
2017

ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტას. მეამაყება, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას ევროპარლამენტის უდიდესმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა...

01 თებერვალი
2017

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საკითხის განხილვას მიეძღვნა.