ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    03 05
06 10 12
13 14 18 19
21 22 23 24 25 26
27 28          

 

კალენდარი

16 თებერვალი
2017

ვალერი არაქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ჯემალ გამახარიასა და ლია ახალაძის წიგნის - „აფხაზეთი/საქართველო: ისტორია, პოლიტიკა, კულტურა" თურქულენოვანი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავია უძღვებოდა.

16 თებერვალი
2017

15 თებერვალს, სოფელ რუხში არსებულ კომპაქტური ჩასახლების ობიექტ „საჭკადუოს სკოლაში" - აფხაზეთიდან დევნილი კორსანტიების სამსულიანი ოჯახის საცხოვრებელი ფართის ჭერში გაურკვეველ ვითარებაში გაჩენილი ცეცხლის შედეგად დაიწვა ერთი ოთახი. სახანძრო ბრიგადამ ხანძრის ლოკალიზება უმოკლეს დროში მოახერხა.