ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    04 05
08 11 12
20 22 24 25 26
27 28 29 30 31    

 

კალენდარი

03 მარტი
2017

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ დაფუძნებიდან 4 წლის იუბილე გაიმართა, სადაც ფონდის 4-წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინეს.

03 მარტი
2017

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულ მეომართა დედებს უმასპინძლეს, მათ დედის დღე მიულოცეს და ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისთან“ ერთად თანამშრომლობის ფარგლებში საჩუქრები გადასცეს.

03 მარტი
2017

დედის დღესთან დაკავშირებით, „დავით აბულაძის ქართულ-იტალიურმა კლინიკამ“ იძულებით გადაადგილებული მრავალშვილიანი დედებისთვის უფასო გამოკვლევები ჩაატარა. ბენეფიციარებმა მიიღეს: გინეკოლოგის, კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, თერაპევტის, ნევროლოგისა და ენდოკრინოლოგის მომსახურება.