ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
03 07
12 14 15 16
17 18 22
27 28 29 30

 

კალენდარი

26 აპრილი
2017

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

25 აპრილი
2017

საქართველოს პარლამენტში ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მუშაობის მიმდინარეობის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის ანგარიში მოისმინეს.

25 აპრილი
2017

აფხაზეთთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა განთავსებული, ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებსა და საცავებშია დაცული. მათი ერთობლივად, ერთ სივრცეში წარმოსაჩენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ვირტუალური  მუზეუმი  შეიქმნა.

25 აპრილი
2017

ვახტანგ ყოლბაია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინიციატივით გამართულ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე ,,სამართლის აქტუალური საკითხები" დაესწრო.

25 აპრილი
2017

ქალაქ ხობში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ შ.პ.ს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხობის პოლიკლინიკა" გახსნეს.

24 აპრილი
2017

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში წიგნის „იმედისა და რწმენის 10 წელი" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ცენტრის მოღვაწეობის 10 წლისთავს მიეძღვნა.

24 აპრილი
2017

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით, გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის, ილია ვეკუას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

23 აპრილი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში, თბილისში, ყოფილი 164-ე ბაგა-ბაღის შენობაში მცხოვრებ 34 აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს სადღესასწაულო ნობათი გადაეცა.

21 აპრილი
2017

ქუთაისში, სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში ვახტანგ ყოლბაიამ იმერეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გამართა.

20 აპრილი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სამეგრელოს რეგიონში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს შეხვდა.

13 აპრილი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცა.

11 აპრილი
2017

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მარჯანიშვილის თეატრის სხვენში რეჟისორ გიორგი ქანთარიას სპექტაკლ „ნაბუშრების" პრემიერა გამართა. ერთმოქმედებიანი სპექტაკლი შექმნილია მარტინ მაკდონაჰის „ობოლი დასავლეთის" მიხედვით.

10 აპრილი
2017

"ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისთვის" საქართველოს ოფისში საინფორმაციო სააგენტო "აქცენტის" ორგანიზებითა და ფონდის მხარდაჭერით რიგით მეორე მრგვალი მაგიდა ჩატარდა თემაზე "ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია: თბილისი, სოხუმი, ცხინვალი".

10 აპრილი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, 8-9 აპრილს, მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა დიდებს შორის, ბირთვის კვრაში კი 1999-2003 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებში.

10 აპრილი
2017

მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებში ახალი ამბების სააგენტო „ აქცენტმა" გამოაქვეყნა  ჟურნალისტ მარიკა ჩუბინიძის ინტერვიუ ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროს მკვლევართან სტივენ ბლენკთან.

09 აპრილი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა  და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა  რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს  და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

08 აპრილი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაბა წყნეთში მცხოვრებ დევნილთათვის მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

06 აპრილი
2017

ძმებო ოსებო! დადგა დრო, როცა გაჩუმება ღალატის ტოლფასია, უმოქმედობა კი ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც კაცობრიობის განვითარების ისტორიამ არა ერთი და ორი მაგალითით ამხილა...

05 აპრილი
2017

კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლი"-ს საგამოფენო დარბაზში ასოციაციის „იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ორგანიზებითა და კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის „კავკასიური სახლი" მხარდაჭერით კონფლიქტით დაზარალებული და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისა და მოზარდების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

04 აპრილი
2017

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინიციატივითა და ორგანიზებით ცნობილი მეცნიერის, პროფესორ შალერ ბენიას დაბადებიდან  70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „საქართველოს თანამედროვე ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები" გაიმართა.

04 აპრილი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რუსეთში, ქალაქ სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა გამო.