ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      03 04
06 08
12 13
19 21 22 23 24 25
28    

 

კალენდარი

30 ივნისი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენცია „აფხაზეთი - არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები" გაიმართა.

29 ივნისი
2017

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

27 ივნისი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები სოფელ რუხში მდებარე კოლხური ბზის სანერგე მეუნეობაში იმყოფებოდნენ.

27 ივნისი
2017

ქუთაისში, აფხაზეთის სსიპ „ბიზნესინკუბატორსა" და სსიპ „გამწვანებისა და გარემოდაცვითი პროექტების სააგენტოს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ალუ გამახარიამ  და   ჯუმბერ ბოიკომ   მოაწერეს ხელი.

27 ივნისი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდნენ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

26 ივნისი
2017

დაბა წყნეთში ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით, „ვიკი-ბანაკი" გაიმართა, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემებზე: „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა დღეს" და „აფხაზური დამწერლობის განვითარების ეტაპები".

20 ივნისი
2017

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი მიმდინარეობს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს დელეგაციათან ერთად ჟენევაში იმყოფება. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.

18 ივნისი
2017

2017 წლის 18 ივნისს აფხაზი მწერალი აფხაზებისა და ქართველების ბედნიერი მომავლისათვის მებრძოლი, მშობლიური კუთხის უბედურებით გულდათუთქული პიროვნება ალექსეი თარია ბათუმში დაკრძალეს.

17 ივნისი
2017

ბათუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

16 ივნისი
2017

შესანიშნავი მწერალი, უაღრესად განათლებული, დიდსულოვანი ადამიანი, რომლის ბობოქარმა სულმა ვერ გაუძლო ღალატს, ტკივილს, უსამართლობას, დროში გაწელილ მოლოდინს. წავიდა აფხაზებისა და ქართველების ბედნიერი მომავლისათვის მებრძოლი, მშობლიური კუთხის უბედურებით გულდათუთქული პიროვნება...

15 ივნისი
2017

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

14 ივნისი
2017

ქალაქ თბილისის საკრებულოსა და მერიის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, საბურთალოს რაიონში აფხაზეთში დაღუპული ნუკრი გერგედავას სახელობის ქუჩა გაიხსნა.

11 ივნისი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალაქ ბოლნისში მცხოვრებ დევნილთათვის „ახალ სამედიცინო ცენტრში“ უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. აქცია სამოქალაქო განვითარების ფონდის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

10 ივნისი
2017

ქ. ქუთაისში, აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის მთავრობის სსიპ „ბიზნესინკუბატორში", თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პოლიმერული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.

09 ივნისი
2017

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

07 ივნისი
2017

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში მსახიობ ლილი ხურითის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

05 ივნისი
2017

დღეს გამართულ ერთობლივ სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ გამახარიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა, კონკრეტულად კი ქართული ენის უფლებრივი მდგომარეობისა და აღნიშნულ საკითხებზე საპარლამენტო კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის 2016 წლის 19 აპრილის ერთობლივი სხდომის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

05 ივნისი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს მიმდინარ წლის 31 მაისს ქალაქ გალში, „ინციდენტების   პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" (IPRM) რიგით 46-ე შეხვედრაზე აფხაზური მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამო, რომელიც ეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის  რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას.

05 ივნისი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შეშფოთებას გამოთქვამს მ.წ. 31 მაისს ქ. გალში, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" (IPRM) რიგით 46-ე შეხვედრაზე აფხაზური მხარის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის გამო, რომელიც ეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის  რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ აფხაზეთის დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ „სისხლის სამართლებრივი დევნის" შეწყვეტას...

02 ივნისი
2017

სასტუმრო თბილისი მარიოტში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და კონფლიქტის ადრეული გამოვლენისა და მშვიდობის მშენებლობის საზოგადოების (WOSCAP) თანამონაწილეობით, მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გავაძლიეროთ კონფლიქტების პრევენცია: რეკომენდაციები ევროკავშირისთვის" გაიმართა.

01 ივნისი
2017

ინტერვიუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან.

01 ივნისი
2017

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების ბავშვებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.