ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01
05 06 08 09
10 11 12 13 16
20 21 22 23
26 27 29 30
31            

 

კალენდარი

28 ივლისი
2017

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

25 ივლისი
2017

ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ იპოდრომის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

24 ივლისი
2017

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის ახლად არჩეულ რექტორ ზურაბ ხონელიძესთან შეხვედრა გაიმართა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ახალ რექტორს მისმა წინამორბედმა რექტორმა ჯონი აფაქიძემ უფლებამოსილება ოფიციალურად გადასცა. გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ზურაბ ხონელიძეს სიმხნევე და წარმატებები უსურვა და საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.

19 ივლისი
2017

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

18 ივლისი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტში გამართულ „ამბასადორიალი 2017"-ს დაესწრო.

17 ივლისი
2017

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა დავით მიქავამ და გიორგი ბულიკერიამ და წამომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა გიორგი კოკაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომის წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართეს.

15 ივლისი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ბათუმში გამართულ მე-14 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" დაესწრო.

14 ივლისი
2017

ბათუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილებსა და ომის ვეტერანებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ დევნილებისაგან მოისმინა იქ არსებული პრობლემები და მათ გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

14 ივლისი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ბათუმში გამართულ მე-14 საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" დაესწრო.

07 ივლისი
2017

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით, აფხაზეთის ა/რ მთვრობამ 2016 წლის 25 თებერვლის დადგენილებით დააწესა. დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია გამიზნულია პოლიტიკის მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც აქვთ 80% და მეტი აკადემიური მოსწრება, გამოქვეყნებული აქვთ სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და საზოგადოებრივად აქტიურები არიან.

04 ივლისი
2017

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის ჩემპიონატში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული გამოსვლა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

04 ივლისი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის და სრულიად ამერიკელ ხალხს ულოცავს 4 ივლისს - ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს!

03 ივლისი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ფონდ „არტ-ექო"-ს ხელმძღვანელი დალი დე-გრაფი ნიდერლანდების გამოფენაში მონაწილე მხატვრებს შეხვდა. მან აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს გამოფენაში მონაწილობისათვის მადლობა გადაუხადა და სერთიფიკატები და ლეიდენის გამოფენის ამსახველი ბროშურები გადასცა.

02 ივლისი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის საერთაშორისო ფონდ „FINSOL"-ის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები ესპანეთის სამეფოში გაემგზავრნენ.

02 ივლისი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.