ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02 03
05 06 07 08 09 10
13 16 17
23 24
26 27 28 29 30  

 

კალენდარი

25 სექტემბერი
2017

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა.

22 სექტემბერი
2017

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება - გაერო-ს სტრუქტურების მუშაობაში აფხაზეთის ე.წ. სახელისუფლებო სტრუქტურების ჩართვის შესახებ გარდა იმისა, რომ არის არაადექვატური მოთხოვნა, წარმოადგენს თვითონ გაეროს ფუძემდებლური პრინციპების უგულვებელყოფას.

22 სექტემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათს ატარებდა.

22 სექტემბერი
2017

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

21 სექტემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი რაისა ქარაია მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

21 სექტემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ შპს. „გაგუას კლინიკის" ღვაწლმოსილ თანამშრომელ კლარა ბერაიას 70 წლის იუბილე მიულოცეს და უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცეს.

20 სექტემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს მხატვართა კავშირში შეხვედრა გამართა. შეხვედრაში საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე და აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა მონაწილეობდნენ.

19 სექტემბერი
2017

სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ბაზალეთში საერთაშორისო ბანაკი „Connecting Youth Through Art: EU-EaP Summer Camp 2017" საზეიმოდ გაიხსნა.

18 სექტემბერი
2017

საქართველოს თეატრალური საზოგადოების ორგანიზებით აკაკი ხორავას მსახიობის სახლში საქართველოს სახალხო არტისიტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის დიმიტრი ჯაიანის ბენეფისი გაიმართა.

18 სექტემბერი
2017

უკვე წლებია, რაც ყველანი ვართ თვითმხილველები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მცდელობებისა როგორმე წარმოაჩინონ ოკუპირებული აფხაზეთი საერთაშორისო არენაზე. უმთავრესი აქცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე კეთდება. მათის მხრიდან, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარება ნებისმიერ ევროპულ ქვეყანასთან, გარდა მატერიალური კეთილდღეობისა, აფხაზეთის დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილება.

15 სექტემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ბიზნეს ცენტრ „მოზაიკა“-ს კონგრეს-ჰოლში, საქართველოში მცხოვრები დაღესტნელი პოეტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენისა და შამილის მედლის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის ალი ისაევ-ავარსკის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

15 სექტემბერი
2017

ზუგდიდში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

14 სექტემბერი
2017

სასტუმრო „კოპალაში" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის ფარგლებში  პროექტი ,,საერთო წარსულით საერთო მომავლისაკენ" განახორციელა.

12 სექტემბერი
2017

სამეგრელო ზემო–სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო ზემო–სვანეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ  ინგირში იმყოფებოდნენ.

11 სექტემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტში „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების" პროგრამის ფარგლებში გასვლითი ღონისძიება გაიმართა.

04 სექტემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ საზოგადო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს რამინ აბლოთიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს მადლობის სიგელი გადასცა.

04 სექტემბერი
2017

მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ქალაქ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩა №7-ში, გაჩენილი ხანძრის შედეგად  აფხაზეთიდან დევნილი I-ჯგუფის ინვალიდისა და აფხაზეთის ომის ვეტერანის ზაზა ლიპარტიას საცხოვრებელი ბინა დაზარალდა.