ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
           
02 03 04 07 08
09 10 13 14
16 20 21 22
23 28
31          

 

კალენდარი

30 ოქტომბერი
2017

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

29 ოქტომბერი
2017

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს მხატვართა კავშირის, აფხაზეთის ლიტერატორთა და ხელოვანთა შემოქმედებით გაერთიანების მხარდაჭერით  აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების ყოველწლიური საშემოდგომო გამოფენა მოეწყო.

27 ოქტომბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ენის დღეს ულოცავს აფხაზ თანამემამულეებს და სრულიად საქართველოს.

27 ოქტომბერი
2017

აფხაზური ენის დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება.

27 ოქტომბერი
2017

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, პროფესორი და აფხაზოლოგი თეიმურაზ გვანცელაძე და აფხაზი ჟურნალისტი ირმა ოსია ესწრებოდნენ.

27 ოქტომბერი
2017

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით თბილისში, დიმიტრი გულიას მოედანზე, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის დიმიტრი გულიას ძეგლი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ, პროფესორმა და აფხაზოლოგმა თეიმურაზ გვანცელაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

26 ოქტომბერი
2017

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის  ცენტრის ორგანიზებით ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „ენა, მამული, სარწმუნოება" გაიმართა.

26 ოქტომბერი
2017

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

26 ოქტომბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  მრავალშვილიან დედათა ორგანიზაცია „გენი ქართულისა" და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ორგანიზებით კლინიკაში „ბაზი" აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია  „ყველა ბავშვს სრულფასოვანი კვება" გაიმართა.

25 ოქტომბერი
2017

აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის ტრადიციული კვირეული გრძელდება. კვირეულის ფარგლებში, 23 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: კონკურსები კალიგრაფიასა და მხატვრულ კითხვაში, გამოფენები...

24 ოქტომბერი
2017

„სხივური მედიცინის ცენტრში"  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შპს „სხივური მედიცინის ცენტრს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

19 ოქტომბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელს რუდოლფ მიხალკას შეხვდა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერია ბასარია ესწრებოდა.

18 ოქტომბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ბიზნეს ცენტრ „მოზაიკა"-ს კონგრეს-ჰოლში, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

17 ოქტომბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების პანაშვიდსა და დიღმის ძმათა სასაფლაოზე მათ დაკრძალვას დაესწრნენ.

15 ოქტომბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში აფხაზეთის თასისა და გურამ გაბესკირიას სახელობის ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა.

15 ოქტომბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბიზნეს-გამოფენა „აფხაზეთი 2017" გაიმართა.

12 ოქტომბერი
2017

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში გმირულად დაღუპული თანამემამულეეების 17 ოქტომბერს დაკრძალვასთან და პატივმიგებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ 17 ოქტომბერს „კონგრეს ჰოლში" დაგეგმილი ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება 18 ოქტომბერს 18:00 საათზე (კონგრეს ჰოლი, დავით აღმაშენებლის გამზირი # 61).  

11 ოქტომბერი
2017

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი მიმდინარეობს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს დელეგაციათან ერთად ჟენევაში იმყოფება. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.

06 ოქტომბერი
2017

აფხაზეთის ა/რ მთავრობამ 2017 წლის 12 სექტემბერს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესების დადგენილება მიიღო. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია მიენიჭება სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილ მაგისტრატურის სტუდენტს ინტელექტუალური პოტენციალის განსავითარებლად.

06 ოქტომბერი
2017

ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებთან, აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის საშუალო სკოლების მედალოსნებთან შეხვედრა გამართეს.

06 ოქტომბერი
2017

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

05 ოქტომბერი
2017

სასტუმრო თბილისი მარიოტში წიგნის „დიდი ტერორი აფხაზეთში (აფხაზეთის ასსრ): 1937-38 წწ" პრეზენტაცია გაიმართა.

05 ოქტომბერი
2017

თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

05 ოქტომბერი
2017

ძვირფასო პედაგოგებო, ჩვენო საამაყო, ნაამაგარნო, ცოდნის სადარაჯოზე მედგრად მდგარნო განათლების მუშაკნო. მსურს გულითადად მოგილოცოთ პროფესიული დღე და ქედი მოვიხარო თქვენი განუზომელი ღვაწლმოსილების წინაშე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, კეთილდღეობის და წარმატების საფუძველია.

01 ოქტომბერი
2017

ქალაქ ზესტაფონში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია 100 ქართველი ქალის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, აფხაზეთისადმი მიძღვნილი საღამო  „აფხაზეთი ტკივილი ჩვენი" გაიმართა.