ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
           
02 03 04 07 08
09 10 13 14
16 20 21 22
23 28
31          

 

კალენდარი

05 ოქტომბერი
2017

სასტუმრო თბილისი მარიოტში წიგნის „დიდი ტერორი აფხაზეთში (აფხაზეთის ასსრ): 1937-38 წწ" პრეზენტაცია გაიმართა.

05 ოქტომბერი
2017

თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

05 ოქტომბერი
2017

ძვირფასო პედაგოგებო, ჩვენო საამაყო, ნაამაგარნო, ცოდნის სადარაჯოზე მედგრად მდგარნო განათლების მუშაკნო. მსურს გულითადად მოგილოცოთ პროფესიული დღე და ქედი მოვიხარო თქვენი განუზომელი ღვაწლმოსილების წინაშე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, კეთილდღეობის და წარმატების საფუძველია.