ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    03 04 05
07 08 09 11 12
17 18 19
22 26
27 29      

 

კალენდარი

30 ნოემბერი
2017

რალის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული დავით კვარაცხელია საქართველოში ჩამოვიდა და ჩემპიონის თასი ჩამოიტანა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩემპიონს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის წარმომადგენლები, აფხაზეთიდან დევნილები და მეგობრები დახვდნენ.

28 ნოემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი ლომინაძე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ოფიცერ დიანა ზარემბიენეს, საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩეველ მარუნე კუბილიუტესა და ლიტვის რესპუბლიკის წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს შეხვდნენ.

28 ნოემბერი
2017

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა სახელწოდებით „XIX საუკუნის აფხაზეთი ფოტოპორტრეტებში" გაიმართა.

28 ნოემბერი
2017

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის", მშვიდობის მშენებელ ქალთა გლობალური ქსელის ორგანიზებითა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში, სემინარი გაიმართა.

28 ნოემბერი
2017

ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ დედებს, უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

25 ნოემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

24 ნოემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზი ერის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ჭეშმარიტი მამულიშვილის, საყოველთაოდ ცნობილ პოლიტიკოსის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერის ლორიკ მარშანიას დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.

24 ნოემბერი
2017

გარდაცვალების არსი მაგიურია - ადამიანი ფიზიკური არსებობიდან მარადიულში გარდავა, შეიცვლება და სხვა სულიერებით მოგვევლინება...

23 ნოემბერი
2017

საქართველოს პარლამენტში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „ჩვენი აფხაზეთი" გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 15 მხატვრის 80-მდე ნამუშევარი.

21 ნოემბერი
2017

სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დიდ სცენაზე ხანოხ ლევინის სპექტაკლ „იაკიში და პუპჩე"-ს პრემიერა გამართა. სპექტაკლის ავტორი და რეჟისორია დავით საყვარელიძე.

20 ნოემბერი
2017

ინტერვიუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასთან.

20 ნოემბერი
2017

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ციალა ნებიერიძეს, საქართველოს ერთიანობისა და დამოკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსნოვნის უკვდავსაყოფად გამართული ღონისძიებების მხარდაჭერისა და მასში აქტიური მონაწილეობისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი გადასცა.

16 ნოემბერი
2017

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 16 ნოემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ოფიციალური მიღება გამართა. მოწვეულ სტუმრებს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უმასპინძლა.

16 ნოემბერი
2017

სასტუმრო „ჰოლიდეი ინ"-ში საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით საჯარო დისკუსია სახელწოდებით „ადამიანის უფლებების მდგომარეობა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში: არსებული გამოწვევები და სახელმწიფო სტრატეგია" გაიმართა. დისკუსიის მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო.

15 ნოემბერი
2017

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას სამუშაო ვიზიტით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მარჯაან რაფი (ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი) და ჰაკან რაპი (რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი) ეწვივნენ. შეხვედრაზე საუბარი ე.წ. ადმინსტრაციულ საზღვარსა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას შეეხო.

14 ნოემბერი
2017

დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწემ ჯანდაცვის საკითხებში მანონი გოგუამ, მან ექიმებსა და ამ კამპანიაში  ჩართულ ყველა პირს შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

14 ნოემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და აფხაზეთის ძიუდოს ფედერაციის მხარდაჭერით ძიუდოში  აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი  გაიმართა.

14 ნოემბერი
2017

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია გორში, აფხაზეთის საპატიო მოქალაქისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ირაკლი ყანდარელის ოჯახს ესტუმრა და 94 წლის იუბილე მიულოცა. დემურ კეკელიამ ომის ვეტერანს ქვეყნის თავდადებისათვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.

13 ნოემბერი
2017

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანა ცანავამ, სამეგრელო ზემო-სვანეთის  რეგიონში აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

10 ნოემბერი
2017

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

10 ნოემბერი
2017

საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში" დავით ნარმანიამ  2014-2017 წლების მუშაობა შეაჯამა. თბილისის მერმა 2014 წლის აგვისტოდან დღემდე მერიის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე, მოქალაქეთა მომსახურების სფეროში დანერგილ სიახლეებზე, საბავშვო ბაღების რეფორმაზე, დასუფთავების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

10 ნოემბერი
2017

92 წლის ასაკში გარდაიცვალა განათლების სისტემის ღვაწლმოსილი მუშაკი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე, გორგასლის ორდენისა და 12 მედლის კავალერი, მწერალთა,მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის "ქალდეა" და ფაზისის აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი მირიან ფილიპეს ძე ჯალაღონია...

06 ნოემბერი
2017

საქართველოს მხატვართა საგამოფენო დარბაზში თანამედროვე მხატვრის, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარის დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 45 ფერწერული ტილო, რომელიც  ხელოვანის 45 წლის საიუბილეო თარიღს უკავშირდებოდა.

06 ნოემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" მოილოცეს და ღვთისმშობლის სადიდებელ პარაკლისს დაესწრნენ.

02 ნოემბერი
2017

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მამა-შვილი, ვახტანგ და ბადრი გზირიშვილები ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

01 ნოემბერი
2017

არტ გალერეა ვაკეში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მხატვრის მარიამ ხორავას პერსონალური გამოფენა მოეწყო. ხელოვანმა საზოგადოებას პორტრეტების სერია წარუდგინა, სადაც გადმოცემულია მრავალფეროვანი ადამიანური ემოციები. მარიამი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტია და ხატვის ხელოვნებას ბავშვობიდან ეუფლება.

01 ნოემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს.

01 ნოემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთის ავტომონიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებების საფინანსო-საბუღალტრო და შესყიდვების მიმართულების თანამშრომელთათვის  ტრენინგ-სემინარი თემაზე "სახელმწიფო შესყიდვები" და "საფინანსო საქმე და ბუღალტერია" ჩატარდა.