ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02
04 05 07 08 09
11 15 17
18 19 23 24

 

კალენდარი

31 დეკემბერი
2017

რამდენიმე საათში დადგება ახალი, 2018 წელი, რომელიც ყოველ ჩვენგანზე მაგიურად მოქმედებს. ეს ფერადი დღეებია, რომელიც  დიდს და პატარას ცხოვრებას გვიხალისებს, მომავლის იმედს გვაძლევს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოძევებულ მოსახლეობას განვლილ საშინელებას გვავიწყებს.  ავადმოსაგონარი დღეები წარსულის კუთვნილებაა, მაგრამ, ამავე დროს, ისტორიის გაკვეთილებია, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა. დღეს  აღარ ვდაობთ იმაზე, რომ ქართველებმა და აფხაზებმა საბედისწერო შეცდომა დავუშვით, როცა მოყვარე მტრად მივიჩნიეთ და ერთმანეთზე იარაღით გავიწიეთ, საკუთარ ძმებს გავეყარეთ, ერთმანეთი მივატოვეთ. მშვიდობის დამყარება მტანჯველმა სიჩუმემ და უბრად ყოფნამ ჩაანაცვლა...

30 დეკემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში გლდანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს (მე-2 მ/რ #28ბ კორპუსი, მე-7 მ/რ #10ა კორპუსი, მე-7 მ/რ #19ა კორპუსი) საახალწლო ნობათები გადასცეს.

29 დეკემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ გურამ ყურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა.

29 დეკემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა. აქციის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სამი დღის განმავლობაში საახალწლო ნობათი განსაკუთრებული საჭიროების მქონე  სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდათ, მათ შორის: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და II ჯგუფის ინვალიდებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების დედებს.

29 დეკემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად მანანა ქვაჩახია დანიშნა.

28 დეკემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს საახალწლო ნობათები გადაეცათ. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და დევნილ ოჯახებს სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.

28 დეკემბერი
2017

2017 წლის 28 დეკემბერს საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ფოლკლორულ ანსამბლ „ფაზისის“ ხელმძღვანელი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი დირიჟორი, ხელოვნების ქურუმად აღიარებული ჯუმბერ ყოლბაია საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა.

27 დეკემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერიაში აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების საპატიო სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოება გაიმართა.

27 დეკემბერი
2017

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების მშობლებსა და ომის ვეტერანებს უმასპინძლა. მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მათ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

26 დეკემბერი
2017

2017 წლის 26 დეკემბერს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს „წმინდა გიორგის ოქროს ორდენისა" და ღირსების ორდენის კავალერი სვეტლანა ქეცბა ქართულმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა.

26 დეკემბერი
2017

ახალი წელი ყოველი ჩვენგანისთვის ცვლილებების, იმედების ასრულებისა და უკეთესი მომავლის მოლოდინია. ასეთი დღეა 25 დეკემბერი ლუკავების მრავალშვილიანი ოჯახისთვის. სოხუმში დრანდის ციხიდან შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გაათავისუფლეს. იგი 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს...

25 დეკემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღსაყდრებიდან მე-40 წლისთავს ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II -ს.

25 დეკემბერი
2017

აფხაზეთის საზოგადოებას კიდევ ერთი ღირსეული პიროვნება გამოაკლდა - გარდაიცვალა აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე, საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს „წმიდა გიორგის ოქროს ორდენისა" და ღირსების ორდენის კავალერი სვეტლანა ქეცბა.

22 დეკემბერი
2017

ნაძალადევის რაიონში, ნევროლოგიის ინსტიტუტთან არსებულ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

22 დეკემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

21 დეკემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის დამაარსებლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატის, აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკის გურამ ყურაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

20 დეკემბერი
2017

ABKHAZIA NEWS-ის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას, კატალონიაში მიმდინარე რთულ პროცესებზე, რომელმაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია  საერთაშორისო საზოგადოებაში, პოლიტიკურ  და დიპლომატიურ წრეებში.

20 დეკემბერი
2017

საზოგადოებათან ურთიერთობის სააგენტო „პროფილის" ორგანიზებით, სასტუმრო „ბილტმორში" ქართული ბრენდების დაჯილდოების რიგით მე-15 ცერემონია გაიმართა. ქართული ბრენდები 5 ძირითად ნომინაციაში გამოვლინდა: ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ქართული ბრენდი, ბრენდ პერსონა და წარმატებული ტელეპროექტი.

20 დეკემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა.

16 დეკემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის“ გახსნას დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

14 დეკემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში სამშობიაროდ ჩამოსული ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდა წყვილი დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო და ახალშობილისთვის საჭირო პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა.

13 დეკემბერი
2017

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციათან ერთად ჟენევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია იმყოფებოდა. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.

12 დეკემბერი
2017

2017 წლის 12 დეკემბერს საქართველოს სახალხო არტისტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი (დიმა) ჯაიანი ქართულმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა.

10 დეკემბერი
2017

სრულიად საქართველომ, ქართულმა თეატრმა, საზოგადოებამ, ჯაიანების ოჯახმა, გვარმა, მრავალრიცხოვანმა ნათესაობამ და სამეგობრომ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა - 67 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი (დიმა) ჯაიანი.

06 დეკემბერი
2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პირველ მდივან ალექს შრენკს  და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელ ჯონ ჰეინსს შეხვდა. შეხვედრას ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

06 დეკემბერი
2017

აფხაზეთის მთავრობაში რალის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულ დავით კვარაცხელიასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ევროპის ჩემპიონ დავით კვარაცხელიას კლასიკურ რალიში მოპოვებული წარმატებისა და მსოფლიო არენაზე აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის წარმოჩენისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

03 დეკემბერი
2017

1-დან 3 დეკემბრის ჩათვლით ქალაქ ქობულეთში ორგანიზაცია „გლოუ საქართველო"-ს ორგანიზებითა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები და მათი მშობლები მონაწილეობდნენ.