ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            01
02 03 07
12 13 15
17 19
25 28 29
30            

 

კალენდარი

27 აპრილი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა.

27 აპრილი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის დაბადებიდან 111-ე იუბილესთან დაკავშირებულ საღამოს დაესწრო. 

27 აპრილი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერითა და ამერიკის განვითარების სააგენტო „USAID“-ს პროექტ ZRDA თანადაფინასებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში არსებულ სასუთბურე მეურნეობაში ლურჯი მოცვის სანერგე-სადემონსტრაციო მეურნეობა მოეწყო. სანერგე მეურნეობაში აფხაზეთიდან იძლებით გადაადგილებული 15 პირია დასაქმებული.

27 აპრილი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში მდებარე აფხაზეთის №15 საჯარო სკოლას ეწვია. შეხვდა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ასევე ადგილზე გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას. 

27 აპრილი
2018

ანაკლიის სასტუმრო „პალმ ბიჩის“ საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობისის მემორანდუმი გაფორმდა.

26 აპრილი
2018

დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მზია ხეთაგურის პოეტური კრებულის "უფლების უფლება" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.

26 აპრილი
2018

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული 18 მებრძოლისა და 4 მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

26 აპრილი
2018

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

24 აპრილი
2018

23-25 აპრილს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი იმართება.

23 აპრილი
2018

23 აპრილი გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას დაბადების დღეა. დღეს დიდ ქართველ მათემატიკოსს, რომელიც აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ შეშელეთში დაიბადა, 111 წელი შეუსრულდებოდა.

22 აპრილი
2018

ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს  უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.    

22 აპრილი
2018

ოკუპირებულ აფხაზეთში ეკონომიკის აღორძინებასა და განვითარებაზე არ წყდება მსჯელობა. როგორ ეკონომიკურ მოდელს აირჩევს ე.წ. რესპუბლიკის დე-ფაქტოხელისუფლება? რა პრიორიტეტებს გამოყოფს ეკონომიკის ასაღორძინებლად? როდემდე იქნებიან რუსულ ფინანსებზე დამოკიდებული? როდის დაიწყება საშუალო და მცირე ბიზნესის დაფინანსება? ეს არის ის კითხვები, რომელიც აწუხებს ოკუპირებული აფხაზეთის როგორც დე-ფაქტო ხელისუფლებას, ისე მოსახლეობას.

21 აპრილი
2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და ბორჯომის დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების ამხანაგობების თავმჯდომარეებმა.

21 აპრილი
2018

დღეს ივენთ ჰოლში "ქარვასლა" ზვიად ბოლქვაძის საგუნდო ინტერპრეტაციებით გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელასთან ერთად უკვდავი ქართული სიმღერები შესრულდა. კონცერტი საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა და აფხაზეთის საგუნდო კაპელასთან ერთად ცნობილი ქართველი მომღერლები ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნუკრი კაპანაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, ოთო ნემსაძე, ნოდიკო ტატიშვილი მონაწილეობდნენ.

21 აპრილი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ახალციხესა და ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.    

20 აპრილი
2018

2018 წლის დასაწყისში, გასული წლის ამავე პერიოდის მსგავსად, რუსი და აფხაზი „მესაზღვრეები" ისევ აგრძელებდნენ ენგურის პერიმეტრის „უკანონოდ" გადაკვეთის ბრალდებით ადამიანთა დაკავებას, მათი წინასწარი გამოძიების იზოლატორში გადაყვანასა და დაჯარიმებას.

18 აპრილი
2018

ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტისა და სსიპ გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა.

16 აპრილი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით დ.იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში მძლეოსნობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა. გოგონებსა და ვაჟებში ასპარეზობა ჩატარდა ჭოკით ხტომაში, ბირთვის კვრაში, სირბილსა და სიგრძეზე ხტომაში.

14 აპრილი
2018

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღეს, მოძრაობა „არა ბარბარიზმებს“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეთა კონკურს „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულებისა და ასევე, ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

11 აპრილი
2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს ლოცვა კურთხევითა და წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის ორგანიზებით, მეთერთმეტე სააღდგომო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი შოთა რუსთაველის საიუბილეო 850 წლისთავს მიეძღვნა.

10 აპრილი
2018

პროექტ „ეტალონის“ ფარგლებში აფხაზეთის  განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. 

09 აპრილი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ  რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

08 აპრილი
2018

ქრისტე აღდგა! ვულოცავ,  საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ჭირ-ვარამ გამოვლილ  დევნილ მოსახლეობას, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღე სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეა. სულიერი ამაღლების, საყოველთაო სიხარულის და სიყვარულის ზეიმს ყველანი იმედით ვეგებებით...

06 აპრილი
2018

ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებული აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, უკიდურესად შეჭირვებულ ომის ვეტრანებისა და შშმ პირების ერთ ნაწილს შეხვდა.

05 აპრილი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებსა.  

05 აპრილი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს.

05 აპრილი
2018

ზუგდიდის აფხაზეთიდან  იძულებით  გადაადგილებულ  პირთა - დევნილთა პოლიკლინიკის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში ორგანიზატორები აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ 22  ბენეფიციარს, მათ შორის შშმ პირებს ოჯახებში ესტუმრნენ, აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათები გადასცეს. 

04 აპრილი
2018

ნაღმების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოში ბრიტანული ჰუმანიტარული განაღმვის ორგანიზაცია „HALO Trust"-ის წარმომადგენლობის ორგანიზებით მათი საქმიანობის ამსახველი გამოფენა მოეწყო.