ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    03 05
06 09 10 11 12
13 17
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

 

კალენდარი

20 აგვისტო
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

20 აგვისტო
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სხვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე სოფელ რუხში მდებარე სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდნენ.

19 აგვისტო
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ცაგერის რაიონში, სასტუმრო „ლეჩხუმში" კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა და ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.

18 აგვისტო
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

18 აგვისტო
2018

ბათუმში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ომის ვეტრანებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

16 აგვისტო
2018

ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან, პროექტ „Check in Georgia“-სა და ფესტივალ „ფოლკლორის დღეები“-ის ფარგლებში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე ანსამბლი „აფხაზეთი“ განახლებული პროგრამით წარსდგა.

16 აგვისტო
2018

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

15 აგვისტო
2018

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. მთავრობის თავმჯდომარის მოწვევით სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა ესწრებოდა.

14 აგვისტო
2018

14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 26 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

14 აგვისტო
2018

მრავალჯერ მითქვამს, რომ ჩვენი კონფლიქტი საბედისწერო შეცდომა გახლდათ ორივე მხრიდან. ვერც ქართველებმა და ვერც აფხაზებმა ვერ შევძელით ამ ომის შეკავება. საქართველოს უახლეს ისტორიაში 14 აგვისტო ყველაზე ტრაგიკულ თარიღადაა მიჩნეული.

08 აგვისტო
2018

2008 წლის აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით სენაკსა და ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ქალაქ სენაკის მერმა ლევან კუპრეიშვილმა  და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ ომის დროს  დაღუპული სამხედროების თემურ ბოკუჩავასა და ბადრი ბერანძის საფლავები მოინახულეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

07 აგვისტო
2018

ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას, რითაც დღემდე არღვევს მის მიერვე 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას და იგნორირებას უკეთებს  ჯარების გაყვანის თაობაზე  ნაკისრ ვალდებულებას.

07 აგვისტო
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

04 აგვისტო
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით კახეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. 

02 აგვისტო
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა  ულოცავს  სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ზეციური მფარველი წმინდანის - ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს, უსურვებს  ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს და ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნისა  და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის შვილთა ნუგეშსაცემად.  

01 აგვისტო
2018

საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება“  პრეზენტაცია გაიმართა.

01 აგვისტო
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის  სამუშაო გეგმა (1.08.2018 - 31.12. 2018)

01 აგვისტო
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის  სამუშაო გეგმა (1.08.2018 - 31.12. 2018)