ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    03 05
06 09 10 11 12
13 17
21 23 24 25
28 29 31    

 

კალენდარი

07 აგვისტო
2018

ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას, რითაც დღემდე არღვევს მის მიერვე 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას და იგნორირებას უკეთებს  ჯარების გაყვანის თაობაზე  ნაკისრ ვალდებულებას.

07 აგვისტო
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.