ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    03 05
06 09 10 11 12
13 17
21 23 24 25
28 29 31    

 

კალენდარი

14 აგვისტო
2018

14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 26 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

14 აგვისტო
2018

მრავალჯერ მითქვამს, რომ ჩვენი კონფლიქტი საბედისწერო შეცდომა გახლდათ ორივე მხრიდან. ვერც ქართველებმა და ვერც აფხაზებმა ვერ შევძელით ამ ომის შეკავება. საქართველოს უახლეს ისტორიაში 14 აგვისტო ყველაზე ტრაგიკულ თარიღადაა მიჩნეული.