ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
         
03 04 06 07 08 09
10 12 13 15 16
18 19 22 23
24 25 26 27 28 29 30

 

კალენდარი

21 სექტემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის" მხარდაჭერით სასტუმრო „ბეტსი"-ში ჟურნალისტთა კონფერენცია - „სიტყვა პირველია - ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა", რომელიც სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

21 სექტემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

20 სექტემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, წმინდა გიორგის ოქროს და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენების კავალერის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, გენერალ-მაიორ ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალზე პირველ ასვლასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

17 სექტემბერი
2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე წარმომადგენლობის თანამშრომლებთან ერთად ქ.ზუგდიდში მდებარე აფხაზეთის №1 საჯარო სკოლას ეწვია. მან სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი 2018-2019 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ალექსანდრე ჩიკვაიძემ ასევე სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა. ასევე ალექსანდრე ჩიკვაიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედ აფხაზეთის ყველა  საჯარო სკოლას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

14 სექტემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ" კანონპროექტის საჯარო განხილვას დაესწრო.

11 სექტემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, ცნობილი პოეტის ამრიდონ ჩეგიანის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოზე მოეწყო პოეტის ლექსების ახალი კრებულის „რჩეულის" პრეზენტაცია.

05 სექტემბერი
2018

ბათუმის მუსიკალური ფესტივალის „Batumi Music Fest"-ის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ქართველი მწერლის გურამ ოდიშარიას ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი საღამო „ჩემი სოხუმი" გაიმართა. მწერალმა გაიხსენა ომამდე და ომის შემდგომ პერიოდში ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული ურთიერთობები.

05 სექტემბერი
2018

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი მისი ე.წ. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ცდილობს ისედაც მძიმე  ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა უფრო მეტ სიდუხჭირეში ჩააგდოს და საქართველოს მთავრობის სავაჭრო ინიციატივის საპასუხოდ, ენგურის ხიდზე ე.წ.საბაჟო პუნქტის გახსნას აანონსებს. ამ ქმედებით ის აძლიერებეს ოკუპირებული აფხაზეთის თვითიზოლაციას და ადგილობრივი მოსახლეობის გაღატაკებას უწყობს ხელს...

02 სექტემბერი
2018

საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადები"-ს ფარგლებში აფხაზეთისადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. მსმენელის წინაშე წარსდგა კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები" ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით.

02 სექტემბერი
2018

ქობულეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ გეგმიური პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

01 სექტემბერი
2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში ქალაქ ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.