ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      01 02 03 04
05 06 08 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

 

სხდომები

2015 წლის 23 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

23 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე წარდგენილ იქნა და განიხილეს 9 საკითხი.

მიმდინარე საკითხებთან ერთად, მთავრობის წევრებმა განიხილეს და მოიწონეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ჟიული შარტავასა და არზაყან ემუხვარის სახელობის სტიპენდიების დაწესებას.

მთავრობის სხდომაზე ასევე გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მიერ შემუშავებული აფხაზეთიდან დევნილთა ერთიანი ელექტრონული ბაზის პრეზენტაცია, სადაც შესული მონაცემები ვიზუალიზაციის თვალსაზრისით მიბმულია ელექტრონულ რუკას. მიმდინარეობს ბაზაში მონაცამების შეყვანა-დამუშავების პროცესი, რაც მომავალში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებს საშულებას მისცემს ეფექტიანად  და სწრაფად   მოახდინონ   რეაგირება აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში არსებულ სხვადასხვა ტიპის პრობლემებზე.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, აფხაზეთის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებისთვის საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ზაურ ხუბუტიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით.

<< უკან