ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
           
02 03 04 07 08
09 10 13 14
16 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

 

სხდომები

2016 წლის 27 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომის დღის წესრიგის განხილვამდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ქართულ-აფხაზური კულტურის საზღვარგარეთ მაღალ დონეზე წარმოჩინების, მის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა და ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალ „არტ-გენში" აქტიური მონაწილეობისათვის ვოკალური ანსამბლი „დიოსკური" და სოხუმის უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მირონი" მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის „ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 6 თვის შედეგების შესახებ", განიხილეს საკითხები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის  თაობაზე"; განიხილეს აგრეთვე  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" - აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი, „ქ.ოჩამჩირეში საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ საბავშვო საფეხბურთო ტურნირზე „ამირან ტყებუჩავასა და ვლადიმერ მარღანიას სახელობის თასის" დაწესების შესახებ" - აფხაზეთის მთავრობის განკარგულების პროექტი და მოისმინეს „ინფორმაცია ოკუპირებული გალის რაიონის საჯარო სკოლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სამუსიკო და სამხატვრო სკოლებში არსებული პრობლემებისა და მისი მოგვარების გზების შესახებ".

ყველა განხილულ საკითხთან დაკავშირებით, მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება.

მთავრობის სხდომამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის I ნახევრის შედეგები მოიწონა და განსახილველად გადაუგზავნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, ისევე როგორც 2016 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი.

მიღებულ იქნა განკარგულება ამირან ტყებუჩავასა და ვლადიმერ მარღანიას სახელობის თასის დაწესების შესახებ აფხაზეთის განათლებისა დაკულტურის მინისტრის მოადგილის მანანა ქვაჩახიას ინფორმაციით მიღებულ იქნა ცნობად. ამ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაიგეგმა საცდელი მუშაობა ყველა დაინტერესებული ორგანიზაციიის მონაწილეობით. ეთხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნულ თათბირში მონაწილეობის მიღება.

<< უკან