ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02
04 05 07 09
11 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 

სხდომები

2017 წლის 19 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმისა და 2018-2021 წწ. პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიებისა და საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სახის სარემონტო სამუშაოების განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიების მიერ 2017 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგები.

სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვლიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრ „ბიზნესინკუბატორის“  დირექტორმა ალუ გამახარიამ წარმოადგინა გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

<< უკან