ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
03 07
12 14 15 16
17 18 22
26 27 28 29 30

 

ახალი ამბები

photo alt text
08 ოქტომბერი
2010

აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარე, გიორგი ბარამია  ფესტივალ "ჩვენებურების" მონაწილე, აფხაზეთის კაპელას ძველი და ახალი თაობის წევრებს შეხვდა. გიორგი ბარამიამ მათ საჩუქრად საქართველოს პირველი ლედის,სანდრა ელისაბედ რულოვსის საავტორო წიგნი "იდეალისტის ისტორია" გადასცა.

photo alt text
07 ოქტომბერი
2010

აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის, ნუგზარ სექანიას ინიციატივით, დევნილთა დასაქმების ხელშეწყობისათვის საკონსულტაციო საბჭო იქმნება. ამის შესახებ აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა,  არასამთავრობო  და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

photo alt text
05 ოქტომბერი
2010

ფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის  ჯანდაცვის სამინისტრო თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში (წულაძის ქ №32 ) სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვებს ატარებს.

photo alt text
05 ოქტომბერი
2010

აფხაზეთის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 30 სექტემბერს ავღანეთში სამშვიდობო მისიით გათვალისწინებული დავალების შესრულების დროს ოთხი ქართველი ჯარისკაცის, პოლკოვნიკ რამაზ გოგიაშვილის, სერჟანტ დავით ცეცხლაძის, კაპრალ გიორგი კოლხიტაზიშვილისა და კაპრალ ნუგზარ კალანდაძის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

photo alt text
04 ოქტომბერი
2010

ფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, დალი ხომერიკმა,აფხაზეთის  საჯარო სკოლების პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა. 11 სერთიფიცირებულ მასწავლებელს მადლობის სიგელები და სამეცნიერო ენციკლოპედიები გადასცა.

photo alt text
30 სექტემბერი
2010

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია აშშ-ს ნებრასკას შტატის ქ. ლინკოლნის ,,როტარი კლუბის" პრეზიდენტს, ტომ ქარდველსა და კლუბის ფინანსურ დირექტორს, ნიკი კლეინს შეხვდა. შეხვედრის მიზანი, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების აშშ-ში სწავლის გაგრძელების ხელშეწყობა და კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების დახმარება იყო.

photo alt text
27 სექტემბერი
2010

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, სოხუმის დაცემის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილი საღამო "27 სექტემბერი" გაიმართა. მოეწყო ომის თემაზე შექმნილი ფოტოგამოფენა. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო.

photo alt text
26 სექტემბერი
2010

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმართველობა, სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეხვდნენ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა, დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

photo alt text
26 სექტემბერი
2010

აფხაზეთიდან რამდენიმე თვის წინ გადმოსულმა აფხაზმა ქალბატონმა დარიკო შაპკოვსკაიამ,  სოხუმის დაცემის მე-17 წლისთავთან  დაკავშირებით ქართველ და აფხაზ დედებს გმირთა მოედნიდან მიმართა.

photo alt text
23 სექტემბერი
2010

აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის, ევროსაბჭოს მეთოდური სახელმძღვანელო -,,კომპასის" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, დალი ხომერიკი ესწრებოდა.