ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02
04 05 07 09
11 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 

ახალი ამბები

photo alt text
11 იანვარი
2012

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივითა და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,კეთილი სამარიელი საქართველოში'' ორგანიზებით, გლდანის №104 ბაგა-ბაღში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ბავშვებს საჩუქრები დაურიგდათ.

photo alt text
30 დეკემბერი
2011

  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს, ინვალიდებსა და ომში დაღუპულთა ოჯახებს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა. მთავრობის ინიციატივით ვეტერანებს, ინვალიდებსა და ომში დაღუპულთა ოჯახებს საახალწლო სასაჩუქრე კალათები დაურიგდათ.  

photo alt text
30 დეკემბერი
2011

29, 30 და 31 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი 5 -დან 10 - წლამდე ბავშვებისათვის ზაალ სულაკაურის გასართობ ცენტრში საახალწლო ზეიმს მართავს.ზეიმს უკვე დაესწრო 700 -ზე მეტი ბავშვი.

photo alt text
28 დეკემბერი
2011

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით თბილისის რამდენიმე კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საახალწლო ნობათი მიიღეს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ და გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ასანიძემ გლდანში, ლიბანის #17-ში მდებარე ბაგა-ბაღში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შობა-ახალ წელი მიულოცეს და მათ საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

photo alt text
28 დეკემბერი
2011

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, აგრარული უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ.

photo alt text
21 დეკემბერი
2011

ქ. თბილისში, კალაუბნის #16 - ში განთავსებული აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი  რეაბილიტირებული  სამედიცინო დაწესებულების გახსნის ცერემონიალი გაიმართა. აღნიშნული დაწესებულება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ  გიორგი ბარამიამ და  საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  მასაიოში კამოჰარამ გახსნა.  

photo alt text
16 დეკემბერი
2011

აფხაზეთის მთვარობის ინიციატივით, ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილ უნარშეზღუდულ და ობოლ ბავშვებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა.

photo alt text
15 დეკემბერი
2011

2011 წლის 14 დეკემბერს გაიმართა ჟენევის მოლაპარაკებების რიგით მე-18 რაუნდი, რომელზეც განიხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები.

photo alt text
14 დეკემბერი
2011

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქ. რუსთავში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ბავშვებს სამედიცინო-პროფილაქტიკური  გამოკვლევები ჩაუტარდათ.

photo alt text
10 დეკემბერი
2011

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით „თბილისი არტ ჰოლში" სახალხო დღესასწაული „აფხაზეთობა 2011"  9 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ  ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი მხატვარებისა და მოქანდაკეების ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა.