ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        01 02
04 05 07 09
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

 

ახალი ამბები

photo alt text
02 მარტი
2011

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ ქართველ და აფხაზ დედებს დედის დღე მიულოცა. გიორგი ბარამიამ მათ აფხაზეთის  მთავრობაში უმასპინძლა.

photo alt text
22 თებერვალი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ათონის წმინდა მთიდან ჩამოსულ სასულიერო პირების დელეგაციას შეხვდა.შეხვედრაზე, ქართველებისა და აფხაზების ერთობლივი შემოწირულობებით ივერიის კარიბჭის ღვთისმშობლის ხატის ასლის დაწერის დეტალებზე ისაუბრეს. ხატის დაწერის ინიციატივა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ეკუთვნის.

photo alt text
22 თებერვალი
2011

აფხაზეთის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ გიორგი ავალიანის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

photo alt text
16 თებერვალი
2011

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, დევნილთა დასაქმების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭო დაფუძნდა. საკონსულტაციო საბჭოს დაფუძნების ინიციატორი აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროა.

photo alt text
10 თებერვალი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით და კინოთეატრ „საქართველოს" მხარდაჭერით,  აფხაზეთიდან დევნილი 150 ბავშვი, ახალი ქართული ფილმის „გარიგება ოცი წლის შემდეგ"  კინოჩვენებას დაესწრო.

photo alt text
02 თებერვალი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ წყნეთის დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტი მოინახულა. გიორგი ბარამია ადგილზე გაეცნო დევნილთა სოციალურ მდგომარეობას და მათი პრობლემები მოისმინა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.

photo alt text
30 იანვარი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ოკუპირებული გალის რაიონის მოსაზღვრე სოფელ ხურჩაში იმყოფებოდა. გიორგი ბარამიამ შეხვედრა გამარათა გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების პედაგოგებთან და მოსწავლეებთან.

photo alt text
29 იანვარი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ფოცხო-ეწერში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, დევნილებს სასურსათო პროდუქტები ჩაუტანა.

photo alt text
29 იანვარი
2011

ფოცხო-ეწერში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისათვის პურსაცხობი გაიხსნება. ამის შესახებ განცხადება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ ფოცხო-ეწერში აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრისას გააკეთა.