ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
         
03 04 06 07 08 09
10 12 13 15 16
18 19 22 23
26 27 28 29 30

 

ახალი ამბები

photo alt text
25 ივლისი
2011

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შეხვდნენ. 

photo alt text
24 ივლისი
2011

22-23 ივლისს, აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული სამედიცინო აქციის ფარგლებში ქ. ფოთში ჩასახლებულ დევნილებს უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

photo alt text
21 ივლისი
2011

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი და უნარშეზღუდული ბავშვები  დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს სტუმრობდნენ. ბავშვებმა  სასახლის მუზეუმი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დარბაზი  და სასახლის გუმბათი  დაათვალიერეს. ადმინისტრაცია ბავშვებს ფურშეტით გაუმასპინძლდა და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

photo alt text
21 ივლისი
2011

ვანის რაიონში ხანძრის შედეგად დაზარალებულ თითოეულ დევნილ ოჯახს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ 1000 ლარი და ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

photo alt text
21 ივლისი
2011

20 -21 ივლისს, აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული სამედიცინო აქციის ფარგლებში ქ. ზუგდიდში, სოფელ დარჩელსა და ფოცხო-ეწერში ჩასახლებულმა 1500 -ზე მეტმა დევნილმა უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევა გაიარა.

photo alt text
20 ივლისი
2011

აფხაზეთის ა/რ  მთავრობის ეგიდით, 20-23 ივლისს, აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამეგრელოს რეგიონში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებისთვის (ზუგდიდი-ენგურქაღალდკომბინატი, დარჩელი, წალენჯიხა - ფოცხოეწერი, ქ. ფოთი)  მრავალპროფილიან სამედიცინო გასინჯვებს ჩაატარებს.

photo alt text
20 ივლისი
2011

აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს კინოთეატრმა ,,საქართველომ " უმასპინძლა. 130- მდე  დევნილი მოზარდი სათავგადასავლო ფილმის ,, ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები" II ნაწილის უფასო კინოჩვენებას დაესწრო. ბავშვებმა მათთვის საინტერესო და კარგად ნაცნობი  გმირების ახალ თავგადასავლები იხილეს.

photo alt text
15 ივლისი
2011

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით პროექტის - "სამშვიდობო ბანაკი - ვაშენოთ სოფელი" ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი 37 მოსწავლე ქობულეთში გაემგზავრა.

photo alt text
15 ივლისი
2011

აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით კინოთეატრ ,,რუსთაველში ‘' აფხაზეთიდან დევნილი ქართველი და აფხაზი ბავშვებისთვის ფილმის ,,გაღმა ნაპირის" კინოჩვენება მოეწყო. ფილმის ჩვენებას აფხაზი ბავშვები პირველად დაესწრნენ.

photo alt text
13 ივლისი
2011

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით გლდანის VI მ/რ-ის №110  ბაგა -ბაღში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის მრავალპროფილიანი სამედიცინო -პროფილაქტიკური გასინჯვები ჩატარდა.