ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
04 05 07
10 11 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

 

ახალი ამბები

photo alt text
25 მაისი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დასრულდა. მთავრობის თავმჯდომარემ შემაჯამებელი შეხვედრა მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში  გამართა, სადაც მოაწყო პრეზენტაცია თემაზე - ,,ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო:  წარსული და არსებული მდგომარეობა''. შეხვედრას უკრაინელი და რუსი ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

photo alt text
19 მაისი
2011

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში  მთავრობის თავმჯდომარე  შეხვედრებს გამართავს უკრაინის პოლიტიკურ წრეებთან და უკრაინის რადას წარმომადგენლებთან, მათ შორის უმაღლესი რადას აპარატის მთავარი იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელთან მიხაილ ტეპლიუკთან.

photo alt text
16 მაისი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აჭარის რეგიონში ჩასახლებულ დევნილებს ეწვია. აფხაზეთისა და აჭარის მთავრობის წევრები ბათუმში, ქობულეთსა და ჩაქვში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.

photo alt text
11 მაისი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია კახეთის რეგიონში, კერძოდ, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხესა და თელავში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილთა სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაესწრო.

photo alt text
08 მაისი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიმზე გამარჯვების 66-ე წლისთავი მიულოცა.

photo alt text
06 მაისი
2011

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით, 9 აფხაზი ბავშვი პრეზიდენტის სასახლეს სტუმრობდა. ბავშვებს  ადმინისტრაციის წარმომადგენლობამ თბილი დახვედრა მოუწყო. მათთვის სპეციალური ექსკურსია ჩატარდა.

photo alt text
05 მაისი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს შეხვდა.

photo alt text
29 აპრილი
2011

28 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ საქართველოში ჩამოაბრძანა ათონის წმინდა მთაზე დაწერილი ივერიის  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის (პორტაიტისას) ახალი ხატი, როგორც მფარველი აფხაზთა და ქართველთა ერთობისა.

photo alt text
21 აპრილი
2011

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აფხაზეთის კარატე ფედერაციის თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილება საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის მიერ იქნა მიღებული. აფხაზეთის ლეგიტიმური კარატე ფედერაცია ოფიციალურად 20 აპრილს დაფუძნდა.

photo alt text
15 აპრილი
2011

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ სასტუმრო "Courtyard Marriott" - ში საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გამართა პრეზენტაცია თემაზე: ,,ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო: წარსული და არსებული მდგომარეობა".