ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          01 02
04 05 07
10 11 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

 

ახალი ამბები

photo alt text
12 ნოემბერი
2010

12 ნოემბერს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აფხაზეთიდან დევნილ, ვლადიმერ ფანჩულიძეს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.

photo alt text
29 ოქტომბერი
2010

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის ინიციატივით, აფხაზეთის მთავრობას, აჭარის ხელისუფლებაში სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება, რომელიც აჭარაში მცხოვრები დევნილების პრობლემების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მთავრობას მიაწვდის.

photo alt text
28 ოქტომბერი
2010

აფხაზეთის მთავრობის გაფართოებული სხდომა გაიმართა ქუთაისში . სხდომას, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია უძღვებოდა.  მთავრობის სხდომაზე ხუთი საკითხი განიხილეს: აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანა; ბიუჯეტის 9 თვის შედეგების შეჯამება; აფხაზეთის კანონის პროექტი ნორმატიული აქტების შესახებ და აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა.

photo alt text
28 ოქტომბერი
2010

აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომის დაწყებამდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და ქუთაისის მერი, გიორგი თევდორაძე  დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტს (გამსახურდიას № 61ა) ესტუმრნენ.

photo alt text
20 ოქტომბერი
2010

21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, აფხაზეთის მთავრობის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტი, კლიმატის კვირეულის ფარგლებში დიალოგს  გამართავს თემაზე "აფხაზეთის ტერიტორიაზე  კლიმატის ცვლილებების მიმდინარე შედეგების განხილვა". აფხაზეთის გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები  აფხაზეთში არსებული რთული ეკოლოგიური პროცესების შესახებ ისაუბრებენ.

photo alt text
18 ოქტომბერი
2010

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი, ლექსო ლაგვილავა, ბაგებში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში დევნილი ბავშვების სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს დაესწრნენ.

photo alt text
13 ოქტომბერი
2010

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, სასტუმრო ბახტრიონის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაატარა. სამედიცინო გამოკვლევებს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლექსო ლაგვილავა  დაესწრო.

photo alt text
12 ოქტომბერი
2010

ქართული დელეგაცია შვეიცარიაში გუშინ გვიან ღამით გაემგზავრა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჟენევის მოლაპარაკებების მე-13 რაუნდში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველო ორი ძირითადი საკითხით წარსდგება - ეს არის პოლიტიკური უსაფრთხოების ახალი კონცეფცია და დევნილების უპირობო დაბრუნება.

photo alt text
09 ოქტომბერი
2010

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, დღეს თბილისის ზღვაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ. აქციის ფარგლებში უფასო სამედიცინო გამოკვლევა ხუთასამდე დევნილმა გაიარა, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მათ ასევე საჭირო მედიკამენტებიც გადასცა.